Monday, December 14, 2009

სასწავლო პროექტი



1.პროექტის სახელი:მცხეთა-ქართლის გული.
2.პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით. მოსწავლეები იკვლევენ ყველაფერს
მცხეთის და სვეტიცხოვლის შესახებ.
3.პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეები მოიძიებენ მასალებს მცხეთის გეოგრაფიული მდებარეობის შესახებ,მის ისტორიას, რომ იგი იყო უძველესი სატახტო ქალაქი, იგი გაშენდა მდინარე მტკვრისა და არაგვის შესართავთან,დაგეგმავენ საექსკურსიო მარშრუტს,მოაწყობენ ექსკურსიას და აღწერენ იმ ადგილს, სადაც დაარსდა ქალაქი მცხეთა .ისინი ჩაატარებენ კვლევას იმის შესახებ, თუ რომელ საუკუნეში აშენდა სვეტიცხოველი ,რომელი ლეგენდები არსებობს მის შესხებ,რომელი წმინდანის სახელთან არის დაკავშირებული მისი დაარსება.გაეცნობიან ქალაქის ისტორიას, კულტურას,დაათვალიერებენ ქალაქის ეთნოგრაფიულ მუზეუმს,ეკლესია-მონასტრებს,რომლებიც იქვეა აშენებული ,გადაიღებენ სურათებს,შეხვდებიან ადგილობრივ მოსახლეობას , დააკვირდებიან ,თუ როგორი მეტყველებაა მათთვის დამახასიათებელი,ადათ-წესებს,რელიგიურ დღესასწაულებს, არის თუ არა მიგრაცია .დაინტერესდებიან და გამოიკვლევენ ,რამდენი ტურისტი ჩამოდის წლის განმავლობაში
ამ შესანისნავი მხარის დასათვალიერებლად.
მოსწავლეებს განუვითარდებათ კვლევისა და ანალიზის უნარი ,ნამდვილი წარმოდგენა შეექმნებათ მცხეტასა და სვეტიცხოველზე, მის ისტორიულ მნისვნელობაზე,მოახდენენ
პროექტის პრეზენტაციას და განათავსებენ ინტერნეტში.
4.მონაწილეთა ასაკი:10-12 წელი.
5.ვადები-ხანგრძლივობა:1-2 თვე.
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:მასალის მოზიება დამხმარე ლიტერატურისა და ინტერნეტის საშუალებით,დისკუსიის გამართვა,შთაბეჭდილებების გაზიარება ჩანახატების შესრულება , ფოტო-ალბომის შექმნა ,თეორიული და პრაქტიკული ცოდნის რეალიზება გამოფენის მოწყობა, ინტერვიუს არება იქაურ მაცხოვრებლებტან,რომელიც ხელს სეუწყობს მოსწავლეების დაახლოებას ჯგუფურ მუშაობას , ურთიერტთანამსრომლობას,გამოიმუშავებენ სირტულეების გადალახვას და დამოუკიდებელ მუშაობას.
7.მოსალოდნელი შედეგები|პროდუქტები,რაც შეიძლება,შეიქმნას:
ნათელი წარმოდგენა შეექმნებათ მცხეთის როგორც ისტორიული ქალაქის და სვეტიცხოვლის როგორც ქართული კულტურის ერთერთ უმნიშვნელოვანეს ი ძეგლის შესახებ. შექმნიან ფოტოა -ალბომს,ჩანახატებს,ბლოგს შექმნილი მასალის მიხედვით,აიღებენ ინტერვიუს,გააკეტებენ ვიდეო-ფილმს.
8.სარგებელი სხვებისთვის:
უფრო მეტი მოსწავლე ,მსმენელი მოისმენს მათთვის საინტერსო საკითხებს ა მ ისტორიული ადგილის მნიშვნელობის შესახებ.ათვალიერებენ მოძიებული მასალის დე
მონსტრირებას დაესწრებიან,ეცნობიან ტურიზმის განვიტარებას , მცხეტის ღირსშესანისნაობებს.
9.სამუშაო ენა:
ქართული.
10.მონაწილეები სხვა სკოლიდან:
11.საგნებთან|საგნობრივ ჯგუფებთან|ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი|:ქართული:
წაიკიტხავენ და გაანალიზებენ მცხეთასა და სვეტიცხოველთან დაკავშირებულ საკითხებს ,
ხელოვნება:გაეცნობიან ქალაქის მნისვნელობას ტურიზმის განვიტარების მხრივ,გაიღრმავებენ ცოდნას ქალაქის ეტნოგრაფიულ დემოგრაფიულ სამეურნეო მნისვნელობას მოიძიებენ და შეისწავლიან სანდო ისტორიული წყაროებიდან.
12.პროექტის ფასილიტატორი:ნათელა ქსოვრელი
13.ფასილიტატორის ელ.ფოსტა:
natelaqsovreli@gmail.com
14.პროექტის ფორუმი
15.პროექტის ვებ-გვერდი|ბლოგი|.
http://natelaqsovreli.blogspot.com/